რუსეთმა ფეხები რომ დაუბაკუნოს, სააკაშვილი და პოროშენკო კანადისკენ უკანმოუხედევად გაიქცევიან

რუსეთმა ფეხები რომ დაუბაკუნოს, სააკაშვილი და პოროშენკო კანადისკენ უკანმოუხედევად გაიქცევიან

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის არმიას რუსეთის დაპყრობა შეუძლია. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, კადიროვის აზრით, პოლიტიკოსის ეს განცხადება სასაცილოა.

"მთელი რუსეთის დაპყრობა ვერასდროს ვერავინ შეძლო და მითუმეტეს, ვერ შეძლებს სააკაშვილი და პოროშენკო, რომლებიც უკანმოუხედევად გაიქცევიან კანადის საზღვრისკენ რუსეთმა ერთხელ ფეხები რომ დაუბაკუნოს", - განაცხადა კადიროვმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ 24-თან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს მთელი რუსეთის დაპყრობა შეუძლია, მაგრამ ამაში მათ ხელს ის უშლის, რომ უკრაინის არმიას მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო ტექნიკა გააჩნია.