ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:8 დაამარცხეს

ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:8 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ შეხვედრაზე გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 64:8 დაამარცხა. ქალაქ ჰოიზენშტამის სტადიონზე მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ეს "ბორჯღალოსნებისთვის" გერმანიის მორაგბეთა ნაკრებთან გამართული მესამე შეხვედრა იყო. 2010-2011 წლებშიც გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპოინატზე" მეორე ტურის შეხვედრას 14 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, სადაც მეტოქედ პორტუგალიის ეროვნული გუნდი ეყოლება.