საზოგადოებაში პოლიტიკოსებთან ურთიერთობის დეფიციტია

საზოგადოებაში პოლიტიკოსებთან ურთიერთობის დეფიციტია"

ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამცხე–ჯავახეთში განაცხადა, სადაც პარტიის წევრებთან ერთად ახალციხისა და ადიგენის მოსახლეობას შეხვდა.

"ჩვენი მიზანია დიალოგი, რომელიც დავიწყეთ მოსახლეობასთან ქვეყნის მასშტაბით, აქაც გავაგრძელოთ. აშკარად არის დეფიციტი, საზოგადოებაში პოლიტიკოსებთან ურთიერთობის და ეს უნდა გამოსწორდეს. ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიყენეს გადასაწყვეტად, თუმცა პირველ რიგში, ხიდი, რომელიც უნდა არსებობდეს ამ ორ მხარეს შორის, ნელ-ნელა უნდა აღდგეს და ამაში დარწმუნებული ვარ",– განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაზეც რეგიონის მოსახლეობამ დღეს პარტიის ლიდერებთან შეხვედრისას ისაუბრა, ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობაა.

"გლეხს უნდა და აქვს გეგმა, რომ დაამუშავოს საკუთარი მიწა, მაგრამ არ აქვს რესურსი ბანკების სახით, სადაც მას შეეძლებოდა შეღწევა, იმიტომ რომ მაღალ პროცენტებს სთხოვენ. უნდა გადაიჭრას ეს პრობლემური საკითხი და პირველ რიგში, სოფლის მეურნეობამ დაიწყოს ჩვენი შიდა ბაზრის დაკმაყოფილება", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.