მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და დეიმონ უილსონმა საქართველოსა და აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველო განუხრელად იცავს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, რომელიც წარმოადგენს მისი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებას.
მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის კრიზისს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.