მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები უკრაინის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ჩვენი ბოლო შანსია

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები უკრაინის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ჩვენი ბოლო შანსია

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ჩვენი ბოლო შანსია უკრაინის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა , ფრანსუა ოლანდმა გუშინ მოსკოვში რუსეთის პირველ პირთან გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კომპრომისს და ვერც სამშვიდობო შეთანხმებას, კარგად ვიცით, შემდეგ რა სცენარიც გველოდება. ამას აქვს თავისი სახელი, ეს არის ომი", - აღნიშნა ოლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, სწორედ ომის თავიდან ასაცილებად, ის და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეეცადნენ უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას.