დონეცკის ოლქში

დონეცკის ოლქში "ბოევიკების" თავდასხმის შედეგად, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში "ბოევიკების" თავდასხმის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 10-მდე დაშავდა.

"ლიგა.ნეტის" ცნობით, ამის შესახებ დონეცკში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.

გარდა ამისა, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლის, ვლადიმირ პალევოის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 26 კი დაშავდა.

მისივე თქმით, უკრაინის არმიამ 48 "ბოევიკის" განადგურება შეძლო.