ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო

მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციას მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციას დღეს გერმანიის კანცლერი შეუერთდა, რომელიც სიტყვით გამოვიდა სესიაზე.

მათივე ინფორმაციით, ანგელა მერკელის გამოსვლას, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის კრიზისზე და მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს შეეხო. მისი განცხადებით, მოსკოვში ვიზიტს ჰქონდა აზრი, მაგრამ უცნობია, მოყვება თუ არა შედეგი.

ანგელა მერკელმა რუსეთი მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიას სურს "დიდი ევროპა", სადაც რუსეთიც მოიაზრება. გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიზისი პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს.