ანგელა მერკელი პუტინთან გამართული მოლაპარაკებების წარმატებაში დარწმუნებული არ არის

ანგელა მერკელი პუტინთან გამართული მოლაპარაკებების წარმატებაში დარწმუნებული არ არის

გერმანიის კანცლერი გუშინ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების წარმატებაში დარწმუნებული არ არის. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ანგელა მერკელმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "თუმცა, ჩემი აზრით და საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, მცდელობა ღირს. ეს ჩვენი მოვალეობაა უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების წინაშე", - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია და კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა მინსკის შეთანხმების განხორციელება. მისივე თქმით, მას სურს, რომ ევროპის უსაფრთხოება რუსეთთან ერთად იყოს უზრუნველყოფილი, და არა რუსეთის საწინააღმდეგოდ.