ბაღდადში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, აფეთქება ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა-ტერორისტმა გაააქტიურა; არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი 30-ს აღწევს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ერაყში მსგავსი თავდასხმები ხშირია. მიუხედავად ამისა, ერაყის მთავრობამ დღეს ბაღდადში კომენდანტის საათი, რომელიც 2004 წლიდან მოქმედებდა, გააუქმა.