მანანა კობახიძე:    პრეზიდენტთან სადებატო არაფერი გვაქვს

მანანა კობახიძე: პრეზიდენტთან სადებატო არაფერი გვაქვს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გამოსვლის დროს დებატების გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტს პრეზიდენტთან სადებატო საკითხები არ აქვს.

"ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ პრეზიდენტთან შევიდეთ დებატებში, რადგან მას დღეს კონსტიტუციით სრულიად სხვა უფლებამოსილებები აქვს, განსხვავებით იმ პრეზიდენტისგან, რომელიც ჰყავდა ქვეყანას 2013 წლამდე. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადებატო პრეზიდენტთან პარლამენტს ნამდვილად არაფერი აქვს", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს, ვიცე სპიკერის თქმით, საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ საკითხს თებერვლის მომდევნო სესიაზე, ანუ მესამე კვირას გეგმავდა.

"ჩვენ ამას მომდევნო სასესიო კვირას ვგეგმავდით. თუ რამე განსხვავებული მიდგომა აქვს პრეზიდენტს, ის გვაცნობებს", - აღნიშნა კობახიძემ.

თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში