თურქეთში ბანკის საინკასაციო სამსახურზე თავდასხმაში ეჭვიტანილი სამი ქართველი დააკავეს

თურქეთში ბანკის საინკასაციო სამსახურზე თავდასხმაში ეჭვიტანილი სამი ქართველი დააკავეს

თურქეთში ბანკის საინკასაციო სამსახურზე თავდასხმაში ეჭვიტანილი სამი ქართველი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელთა ჯგუფი, 5 იანვარს, სტამბულის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს, გაიტაცა 500 000 ლირა და საინკასაციო მანქანა დააზიანა.

როგორც თურქული გამოცემა "სონდაქიქა" იტყობინება, საქართველოს მოქალაქეები 34 წლის ა.კ, 29 წლის ნ.უ და 36 წლის კ.ჯ არიან. თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი ქართველი 39 წლის ი.უ კი დეპორტაციით ქვეყნიდან გააძევეს.