დასავლეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების გზა. "როიტერის" ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო მთავარსარდალმა , ფილიპ ბრიდლავმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"ვფიქრობ, არ უნდა გამოვრიცხოთ სამხედრო გამოსავალი. ვსაუბრობ უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე და არა სამხედროების გაგზავნაზე. სახმელეთო ოპერაციაზე საუბარი არ არის", - განაცხადა ბრიდლავმა.