ჩემი შემცვლელი ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს

ჩემი შემცვლელი ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს

ჩემი შემცვლელი ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - ესენია კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განუცხადა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.

მისივე შეფასებით, ახალი თავმჯდომარე სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს.

"კონკრეტულად კანდიდატებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შეეხება ზოგადად შემცვლელს, ის ჩემი აზრით, ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - ეს არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი", - განაცხადა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს, კუბლაშვილის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს შეეძლო გადაწყვეტილება "ყოველგვარი დიდი კონკურსების გარეშე მიეღო, თუმცა უფლება ჰქონდა ასეც მოქცეულიყო".