აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული

აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული

აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო იარაღით მომარაგებასთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებების წარმატებაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ იტალიურ გამოცემა "ლა რეპუბლიკანასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია.

"თუ ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკური გამოსავლის პოვნას, მაშინ კონფლიქტის რომელიმე მხარისთვის იარაღის მიწოდება, ჩემი აზრით, არ არის ლოგიკური ნაბიჯი", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

აშშ-ის მთავრობაში, ბოლო პერიოდში, აქტიურად საუბრობენ კიევისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა, ობამას ადმინისტრაციას გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია.