გიორგი ბარამიძე ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

გიორგი ბარამიძე ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

გიორგი ბარამიძე 15 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომაზე მიემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, საქართველოს დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ნატო-ს შტაბბინაში გამართავს. განხილული იქნება შემდგომი თანამშრომლობის და პარლამენტთაშორისი ურთიერთობის გაღრმავების საკითხები.