დონბასში დასახლებულ პუნქტებს

დონბასში დასახლებულ პუნქტებს "ბოევიკები" მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ

დონბასში, დასახლებულ პუნქტებში "ბოევიკები" მთელი ღამის განმავლობაში ნაღმმტყორცნებიდან და "გრადის" ტიპის სისტემებიდან ისროდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

რაც შეეხება კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. როგორც დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის თვითგამოცხადებული მინისტრი იტყობინება, დებალცევოდან მოქალაქეების გაყვანა უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა.