ხელისუფლება "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს- აცხადებს ირმა ნადირაშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, ამის დამადასტურებელია პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტი:
"ივანიშვილს "რუსთავი2" ზვიგენის ხრტილივით აქვს ყელში გაჩხერილი. ის თვლის, რომ ყველაფერი ცუდად იმიტომ არის, რომ გაჭირვებას "რუსთავი2" აჩვენებს. ეს კი არ არის პრობლემა, პრობლემაა ის არის, რომ მთავრობაა უუნარო, რომელიც არაფერს აკეთებს გაჭირვების აღმოსაფხვრელად. "რუსთავი2" აჩვენებს იმას, რაც არის და ამ არხის გაჩერებით პრობლემები არ მოგვარდება," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.