"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და პარტიის გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქში" საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
საელჩოს ინფორმაციით, შევხდრაზე პარტიის საორგანიზაციო აქტივობებსა და საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.