საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებას არ მიესალმება. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა პარიზში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საფრანგეთისთვის სასურველი არ არის, უკრაინა ნატო–ში გაწევრიანდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ განცხადებას სპეციალურად რუსებისთვის აკეთებს, რომლებიც ამ საკითხზე ნერვიულობენ.
აღნიშნულ განცხადებას ოფიციალურ კრემლში გამოეხმაურნენ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი ოლანდის განცხადებას მიესალმება.
მისივე თქმით, ეს არის საგნების მიმართ პრაგმატული ხედვა.