„აფხაზური გეგმა“ უკრაინისთვის -პუტინის შეთავაზება ოლანდს და მერკელს

„აფხაზური გეგმა“ უკრაინისთვის -პუტინის შეთავაზება ოლანდს და მერკელს

ვლადიმერ პუტინი შეეცდება ანგელა მერკელს და ფრანსუა ოლანდს უკრაინის კრიზისის დარეგულირებისთვის „აფხაზეთის“ საგზაო რუკა შესთავაზოს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. გაზეთის ინფორმაციით, დასავლელი ლიდრები აძლიერებენ ერთობლივ დიპლომატიურ მცდელობებს უკრაინის კონფლიქტის დასრულებისთვის, რომელმაც დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთოებები საგრძნობლად გაართულა. ამ ინფორმაციამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ პუტინი მერკელს და ოლანდს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე 12 პუნქტიან გეგმას შესთავაზებდა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ჩასვლადმე მერკელი და ოლანდი კიევში პოროშენკოსთან იმყოფებოდნენ. გავლენიანი ამერიკული გამოცემა, სტატიაში ამახვილებს ყურდადღებას იმაზე, რომ გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების გეგმის შესახებ ცნობლი გახდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯონ ქერი კიევში ჩავიდა. ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი დასავლელ ლიდერებთან კონსულტაციები გამართა. „ნიუ იორკ თაიმსი“ ასევე აღნიშნავს, რომ ახალი დიპლომატიური შეტევა მოსკოვზე იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც აშშ-ში აქტიურად განიხილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხი. თუმცა თეთრ სახლში ჯერ-ჯერობით თვლიან, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დამატებით სისხლისღვრას გამოიწვევს. „ნიუ იორკ თაიმსი“ ასევე წერს, რომ დასავლეთი არ ენდობა უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის გეგმებს. ამასთან, ზოგიერთი მაღალჩინოსანი დასავლეთში თვლის, რომ პუტინს სურს მინსკის შეთანხმება უკრაინასთან დაკავშირებით შეცვალოს, რის შედეგადაც კრემლს უკრაინაზე მეტი გავლენა ექნება. „ეს მშვიდობიანი გეგმა არ არის, ეს საგზაო რუკაა, რომელიც უკრაინისთვის ახალ დნესტრისპირეთს და აფხაზეთს შექმნის“ აცხადებს ანონიმური დიპლომატი „ნიუ იორკ თამისთან“ საუბარში.