ქალაქ დებალცევოდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ქალაქ დებალცევოდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

უკრაინის ქალაქ დებალცევოდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია. დაპირისპირებული მხარეების შეთანხმებით გაიხსნა ე.წ. მწვანე კორიდორი, რომლის დახმარებითაც ადგილობრივები კონფლიქტის ზონიდან გასვლას მშვიდობიანად ახერხებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი ზორიან შკირიაკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

უკრაინული მედიის ცნობით, დებალცევოდან ხალხის გამოსაყვანად 20 ავტობუსი გაიგზავნა. ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი სავარაუდოდ, დღის ბოლომდე შენარჩუნდება.