შეხვედრა ბელგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან

შეხვედრა ბელგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, მინდია ჯანელიძე ბელგიელმა კოლეგამ სტივენ ვანდეპუტმა მიიღო.

მინდია ჯანელიძემ ბელგიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბელგიელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. სტივენ ვანდეპუტმა პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოხატა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.