თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ერთობლივი განცხადება

თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ერთობლივი განცხადება

1. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რათა განგვეხილა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები.

2. განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რომელსაც უელსის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაუჭირეს მხარი. პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, რაც დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადებაში. ჩვენ აღვნიშნეთ პაკეტის განხორციელებაში მიღწეული აშკარა პროგრესი, მათ შორის ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ძირითადი ჯგუფის ჩამოყალიბება და მოსამზადებელი სამუშაოები ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შესაქმნლად. ნატოს წევრი ქვეყნები კვლავ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსთან, რათა პაკეტის ყველა ელემენტი განხორციელდეს.

3. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს უელსის სამიტის გადაწყვეტილებები, კერძოდ კი აღინიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და დაუახლოვდა ნატოს ამბიციური რეფორმების განხორციელებით, კარგად გამოიყენა რა ნატო-საქართველოს კომისიის და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფორმატები; საქართველოსა თანამშრომლობა ნატოსთან მოიცავს ყველა საჭირო მექანიზმს, რომელიც აუცილებელია საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანების გზაზე. ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების შეთანხმება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს როგორც აღნიშნული გადაწყვეტილების ასევე, მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების ელემენტები.

4. ნატოს მინისტრებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ნატოს ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილთან დაკავშირებით, მათ შორის, ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის ჩათვლით,სადაც საქართველო სიდიდით მეორე კონტრიბუტორია. ამასთან საქართველოს მონაწილეობა ნატოს საპასუხო ძალებში და ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციებში წარმოადგენს საქართველოს როლის დემონსტრირებას, როგორც ჩვენი, საერთო უსაფრთხოების უზრუნველმყოფის , ევროატლანტიკურ სივრცეში და მის მიღმა . ნატოს მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ISAF-ის მისიაში მსახურობდა და თანაგრძნობა გამოხატეს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების, ასევე, დაჭრილი სამხედროების მიმართ.

5. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მონაწილეობს (ურთიერთ)თავსებადობის პლატფორმაში, რათა იმუშაოს ნატოსთან დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის განსავითარებლად თავსებადობის საკითხებზე, რაც წარმოადგენს პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის ნაწილს, რომელსაც უელის სამიტზე ჩაეყარა საფუძველი. საქართველო, როგორც პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ოპერაციებში, აქვს ურთიერთთავსებადობის მაღალი ხარისხი და მონაწილეობს ნატოს სხვადასხვა ფორმატის მნიშვნელოვან ინიციატივებსა და აქტივობებში, სარგებლობს გაზრდილი შესაძლებლობებით, რომ გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა პარტნიორობის ურთიერთთავსებადობის ინიციტივის ფარგლებში.

6. ნატოს მინისტრები მიესალმნენ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის თავდაცვის რეფორმირების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ მტკიცე პროგრესს. მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების დადებითი ტენდენციები და მოუწოდეს საქართველოს, კვლავ გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სასამართლო სისტემის რეფორმირება და კანონის უზენაესობის პატივისცემა.

7. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს, რომელიც არღვევს რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონთან - აფხაზეთთან ახლახანს ხელმოწერილი ‘შეთანხმება“. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ რუსეთი მსგავსი „შეთანხმების“ ხელმოწერას საქართველოს მეორე რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს. ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რის წინააღმდეგაც არის მიმართული ზემოხსენებული ‘შეთანხმებები“. ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი ერთგული რჩებიან არაღიარების პოლიტიკის მიმართ და კვლავ მოუწოდეს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარები. ალიანსის მინისტრები მიესალმნენ საქართველოს აქტიურ და კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში და მოუწოდეს მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციული როლი შეასრულონ აღნიშნულ მოლაპარაკებებში, ასევე გააგრძელონ ეუთოსთან, გაეროსა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.