რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა

რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა

რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირებული არ არის, მაგრამ კლების ტენდენცია შეინიშნება- განცხადებას სოფლიოს მეურნეობის მინისტრი აკეთებს. ოთარ დანელიამ ამის შესახებ ღვინის კომპანიების იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი შემცირებულია.

"გარკვეულწილად არის შემცირებული. ჩვენ დიდი ხანია უკვე მუშაობა გვაქვს დაწყებული ალტერნატიულ ბაზრებზე, თუმცა აქ უფრო არა რეალიზაციის პრობლემა, არამედ ტრანზაქციების თემასთანაა დაკავშირებული. ჩვენ, ბუნებრივია რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ვეხმარებით დარგს, მნიშვნელოვნად შემცირებული არ არის, მაგრამ ტენდენცია შეინიშნება", - განაცხადა დანელიამ.