არსებული ინფორმაციით, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძარცველებმა ქალი მოკლეს

არსებული ინფორმაციით, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძარცველებმა ქალი მოკლეს

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძარცველებმა საკუთარ სახლში ქალი გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.  გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალი ვაგზლის ბაზრობაზე ბანანით ვაჭრობდა.

იმავე ტერიტორიაზე სხვა მოვაჭრეები სამართალდამცავებისგან საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

"ინტერპრესნიუსი" მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობს.