საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება

საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება

მოსკოვში საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იტყობინება. ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრის ახალ გეგმას წარუდგენენ.

დასავლელი ლიდერების დასახვედრად მოსკოვში აქტიურად ემზადებიან. "ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში ვითარების დასტაბილურებას და კიევსა და დონბასს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებას", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

მოსკოვში ვიზიტამდე მერკელი და ოლანდი კიევში ჩავიდნენ და ახალი ინიციატივები უკრაინის ლიდერებსაც წარუდგინეს.