ცხინვალში პირველ ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ

ცხინვალში პირველ ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ

ე.წ.სამხრეთ ოსეთში ოსურ-აფხაზურ ლექსიკონს გამოსცემენ. როგორც ოსური მედია წერს, ლექსიკონის გამოცემაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ვანეევის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს. როგორც აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორი რობერტ გაგლოითი აცხადებს, წიგნი 200 ეგზემპლარად დაიბეჭდება.

"ლექსიკონის ავტორია ილია გაგლოევი, რომელიც აფხაზეთში 18 წლის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. წიგნი თავისი არსით "პირველი მერცხალია", რადგან აქამდე მსგავსი ლექსიკონი არ არსებობდა", - განაცხადა რობერტ გაგლოითიმ და აღნიშნა, რომ ლექსიკონში 4000 სიტყვაა შეტანილი.

ოსურ-აფხაზური ლექსიკონის გამოცემა მიმდინარე თვეში იგეგმება.