ეროსი კიწმარიშვილის ძმა და ადვოკატი დღეს პროკურატურაში გამოძიების მასალებს გაეცნობიან

ეროსი კიწმარიშვილის ძმა და ადვოკატი დღეს პროკურატურაში გამოძიების მასალებს გაეცნობიან

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს პროკურატურაში მივლენ და გამოძიების მხრიდან ბოლო ინფორმაციას მიიღებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა, დღეს გაეცნობიან გარდაცვალების საქმეში არსებულ კომპიუტერიდან და ვიდეომასალიდან ამოღებულ საინტერესო ფრაგმენტებს.

გარდაცვლილის ძმის ცნობით, ოჯახის წევრები და ადვოკატები მასალებს ექსპერტებთან ერთად დაათვალიერებენ და მოხდება გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციების მიწოდება.

"ჩვენს მიერ მოთხოვნილ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე მივიღებთ გამოძიებისგან ინფორმაციას. ამ ეტაპზე გარკვეული სიახლეებია, რასაც ასევე გაგვაცნობენ გამომძიებლები", - განაცხადა ზუბარ კიწმარიშვილმა.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს გარდაიცვალა.