უცხოური მედია - პუტინი ცდილობს, მინსკის მემორანდუმი ახალი შეთანხმებით ჩაანაცვლოს

უცხოური მედია - პუტინი ცდილობს, მინსკის მემორანდუმი ახალი შეთანხმებით ჩაანაცვლოს

ვლადიმერ პუტინი ცდილობს უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით შემუშავებული მინსკის მემორანდუმი ახალი შეთანხმებით ჩაანაცვლოს, რომელიც კრემლს შესაძლებლობას მისცემს გააფართოვოს თავისი გავლენა უკრაინის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსი" ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

"ეს არ არის სამშვიდობო გეგმა. ეს არის უკრაინაში ახალი დნესტრისპირეთის, ან ახალი აფხაზეთის შექმნის საგზაო რუკა. ეს არის მისი ცინიკური მცდელობა, რათა რუსეთმა თავიდან აირიდოს ყველა ის ვალდებულება რაც მინსკში აიღო", - ამბობს დიპლომატიური წყარო "ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში. 

კიევში გუშინ ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ პუტინმა გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს დონბასის კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა შესთავაზა. თუმცა, მხარეები ამის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.