მიხეილ სააკაშვილი - არსებობს სიტუაციები, როდესაც იარაღი იარაღითვე უნდა შეჩერდეს

მიხეილ სააკაშვილი - არსებობს სიტუაციები, როდესაც იარაღი იარაღითვე უნდა შეჩერდეს

პუტინი ახლა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ვინაიდან მიხვდა, რომ შესაძლოა, ამერიკული იარაღი უკრაინაში ჩამოვიდეს - ეს კომენტარი საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "სიენენთან" ინტერვიუში გააკეთა. 

მისივე თქმით, არსებობს სიტუაციები, როდესაც იარაღი იარაღითვე უნდა შეჩერდეს. 

"უკრაინელები ითხოვენ არმიის შეიარაღებას, ვინაიდან ნათელია, რომ მათ თავს ესხმის რუსული არტილერია. ამიტომაც მათ სჭირდებათ საარტილერიო თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები. ვფიქრობ, დროა, ამერიკელებმა უკრაინელებს გადასცეს ეს რესურსი. მახსოვს ჰილარი კლინტონის სიტყვები, რომ უკრაინელები იმსახურებენ იარაღს, ვინაიდან ისინი რუსეთის ძალებს ებრძვიან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის აღმოფხვრა ახლა დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული და უკრაინაში კონფლიქტის დასრულება თავად ევროპისა და აშშ-ის ინტერესებშიც შედის.