ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ პურის ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია

ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ პურის ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ პურის ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია. ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის ზრდა იმოქმედებს თუ არა პურის ფასზე და გაზრდის თუ არა მას. 

"ჯერ მე მგონი ნაადრევია, ბაზრის ფასის ზრდაზე საუბარი. ამ თემასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, მოდით დაველოდოთ მოვლენებს. ჯერჯერობით ბალანსი შენარჩუნებულია, ამიტომ ამ ეტაპზე თუ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდა, მე ვფიქრობ, მოსალოდნელი არ არის. ასევე, იმედია, რომ გაზის გაძვირება არ იქნება", - განაცხადა დანელიამ.