პეტრო პოროშენკო - მერკელთან და ოლანდთან მოლაპარაკებები იმედს გვაძლევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება

პეტრო პოროშენკო - მერკელთან და ოლანდთან მოლაპარაკებები იმედს გვაძლევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება

საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერთან კიევში გამართული მოლაპარაკებები იმედს გვაძლევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ფრანსუა ოლანდსა და ანგელა მერკელთან გამართული 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ბიბისის" ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა კიევში გუშინ ახალი სამშვიდობო გეგმა ჩაიტანეს. იგივე გეგმას დღეს მერკელი და ოლანდი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წარუდგენენ. 
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ევროპელი ლიდერების გეგმა დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას მერკელი, ოლანდი და პოროშენკო შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, უკრაინიდან უცხოელი ჯარისკაცების და სამხედრო ტექნიკის გაყვანა, საზღვრების დახურვა და მძევლების გათავისუფლება.