საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის შექმნა პროვოკაციული ნაბიჯია, - ეს განცხადება "რია ნოვოსტის" ცნობით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდერ გრუშკომ გააკეთა.
"ნატო-ს არ სჭიდება მსგავსი ცენტრი საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვიგებთ ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და მიგვაჩნია, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ობიექტის გამოჩენა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებას და დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევს", - განუცხადა გრუშკომ რუსულ მედიას.
ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში გახსნა გასული წლის უელსის სამიტზე შეთანხმებული არსებითი პაკეტის ფარგლებში იგეგმება. როგორც გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, სამხედრო სასწავლო ცენტრში ნატო-ს, საქართველოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები გაივლიან წვრთნებს.