"კალაძე 12 ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, ტარიფის გაზრდა მის ინტერესებში შედის"

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეს 12 ენერგო ობიექტს ფლობს და ენერგოტარიფების გაზრდა მის ინტერესებში შედის. ამის შესახებ მშრომელთა პარტიის წარმომადგენელმა "პირველ რადიოსთან" საუბარში ისაუბრა

"როდესაც კახა კალაძემ შეავსო დეკლარაცია, მასში მითითებული იყო რომ ის მფლობელი იყო აქციებისა 12 ჰიდროელექტროსადგურში, ელექროსისტემაში და ა.შ , როდესაც ის დაინიშნა ენერგეტიკის მინისტრად, ბუნებრივია ეს ყოველივე შეუთავსებელი იყო რადგან ამას კანონი კრძალავს და მან ფორმალურად სხვის სახელზე გადააფორმა ეს ენერგო ობიქტები და აქედან გამომდინარე ის პროცესები რაც დღეს ხდება საქართველოში, როდესაც არ მცირდება ელექროენერგიაზე რეალურად საფასური, არ შემცირდა გაზზე საფასური და დღეს გამოდის და წინასწარ საზოგადოებას ამზადებს, იმისთვის, რომ თურმე ენერგოსუბიექტები ითხოვენ ტარიფის გაზრდას და საზოგადოებას ამზადებს იმისთვის, რომ უახლოეს ხანში და ჩემი ინფორმაციით გაზაფხულზე აპირებენ ტარიფების გაზრდას შედის მის უშუალო ინტერესში, რადგანაც ის ნახავს უზარმაზარ მოგებას თუ ტარიფები კიდევ უფრო გაიზრდება ელექროენერგიაზე. ასევე მისი ინტერესებია ჩადებული, იგივე ჭოროხის ხეობაში, იგივე ყაზბეგში და სხვაგან მისი და ივანიშვილის პირადი ინტერსებია ე.ს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომელსაც მოგება კი არ მოაქვს ხალხისა და ქვეყნისათვის. ის ტარიფები რასაც ისინი გვისახელებენ ეს არის მძარცველური, გავითვალისწინოთ ის გარმოება, რომ ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია ღირს თეთრ ნახევარზე ნაკლები და ჩვენი სამომხმარებლო ტარიფი ათჯერ უფრო მეტია ვიდრე მისი გამომუშავება ჯდება, ეს ყოველივე ხდება იმის გამო, ანუ ეს მასობრივი ძარცვა მოსახლეობისა, რომ მათი ინტერესებია ჩადებული სწორედ ამ სფეროში და ამიტომ ის რა თქა უნდა ლობირებს საკუთარ ბიზნეს, იყენებენ მოტივს, რომ თითქოს დოლარი გაიზარდა და ამის გამო ელექტროენერგიაზე, გაზზე და ასე და ასე შემდეგ უნდა გაიზარდოს სამომხმარებლო ტარიფები და ამით დამატებით შეავსებენ მათ ისედაც მილიარდიან ანგარიშებს",-განაცხადა გიორგი გუგავამ