ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულებამ 2 ლარს კვლავ გადააჭარბა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 6 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0100 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 1.9977 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0123 ლარი შეადგინა.