მიმდინარე წელი რევანშის შანსს იძლევა იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები საკუთარი მხარდამჭერების გააქტიურებას შეძლებენ. შეიძლება კი ამისთვის უკეთესი გზის მონახვა, ვიდრე საარჩევნო სიაში კენედის გვარის მატარებელი ადამიანის ჩართვაა? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბარაკ ობამა კვლავ შეძლებს მასაჩუსეტსის მკვიდრთა გულებში ცეცხლის ანთებას.
სანამ მსოფლიო პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამ კვირაში უწყვეტად ადევნებდა თვალყურს იმას, თუ როგორ იბრძოდნენ რესპუბლიკელი პრეტენდენტები ნიუ ჰემპშირის ამომრჩეველთა მხარდაჭერისთვის, იქვე მეზობლად, მასაჩუსეტსში ახალი დემოკრატიული ფრონტი გაიხსნა.
ხანგრძლივი გასაიდუმლოებული მოლაპარაკებების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრის, ჯოზეფ კენედი მეორის შვილმა და რობერტ კენედის შვილიშვილმა, ჯო კენედი მესამემ განაცხადა იმის შესახებ, რომ აპირებს თავი დაანებოს სამსახურს მილდსექსის რაიონის პროკურატურაში იმისთვის, რომ დაიწყოს ბრძოლა ადგილისთვის კონგრესში, რომელიც ექსცენტრულობით ცნობილმა კონგრესმენმა, ბარნი ფრენკმა (Barney Frank) გაათავისუფლა.
და რა არის ამაში საკვირველი?– იკითხავთ თქვენ... იმის თქმა, რომ კენედი კენჭს იყრის მასაჩუსეტსიდან ისევე ჟღერს, როგორც ნებისმიერი ბანალური ფრაზა. მაგრამ ახლა სიტუაცია განსხვავებულია. შთამბეჭდავი წარმატებების პერიოდის შემდეგ ამერიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დინასტია უკანასკნელ წლებში სირთულეებს აწყდებოდა. 2009 წლის დასაწყისში პრეზიდენტ ჯონ კენედის ქალიშვილმა, კეროლაინ კენედიმ რატომღაც ხელიდან გაუშვა ადგილი სენატში, რომელიც ჰილარი კლინტონმა გაათავისუფლა.
იმავე წელს თავის ტვინის სიმსივნისგან გარდაიცვალა დემოკრატიული პარტიის ლიბერალური ფრთის ლიდერი, ტედი კენედი. ხოლო 2010 წელს, ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ დამოკიდებულებასთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ ტედის შვილმა, პატრიკმა გადაწყვიტა აღარ მიეღო ხელმეორედ მონაწილეობა კონგრესის არჩევნებში როდ-აილენდიდან.
რაც შეეხება კენედების ახალ თაობას, მათი უმეტესობა ცდილობს გაერიდოს პოლიტიკურ არენას. აღსანიშნავია, რომ როდესაც პატრიკმა გასული წლის იანვარში დატოვა პოსტი, ქვეყნის დედაქალაქში პირველად 1947 წლია შემდეგ აღარ დარჩა არც ერთი კენედი არჩეული (64 წლიდან ისინი იქ გამუდმებით იყვნენ).
მოცემულ მომენტში ოჯახურ ტრადიციას ჟურნალისტ მარია შრაივერის უფროსი ძმა, ბობი აგრძელებს, რომელიც სანტა-მონიკას მერი და კენედების კლანის ერთადერთი წევრია, რომელიც ამჟამად არჩევად პოსტზე იმყოფება.
თუმცა ყველა გარემოების გათვალისწინებით ჯო კენედი მესამეზე ნამდვილად შეიძლება იმედების დამყარება. ძლიერ და სასიამოვნო გარეგნობის მქონე 31 წლის კენედი მესამეს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა: ის ცნობილი ღიმილი, ნაცნობი ფართო მხრები... ამასთან იგი საკმაოდ კარგი ორატორია.
რაც შეეხება მის ბიოგრაფიულ მონაცემებს, ახალგაზრდა ჯოს იდეალური რეზიუმე აქვს. ბაკლავარის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ის სამეწარმეო ინჟინერინგს სწავლობდა, იურიდიული ფაკულტეტი ჰარვარდში და იქვე ჰარვარდის სამართლებრივი დახმარების ბიურო, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა უქონელთა ფენის წარმომადგენლებს. 2004-2006 წლებში მშვიდობის კორპუსის (დაარსებულია პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ) ეგიდით მოხალისის რანგში დომენიკის რესპუბლიკაშია, სადაც ის ეკოტურიზმთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობდა. ასევე სამუშაო, პროკურორის თანამდებობაზე მასაჩუსეტსში, ქალაქ კეიპ-კოდში.
თუმცაღა ამომრჩევლები ამ ქალაქში ნაკლებად კეთილგანწყობილნი იყვნენ, ვიდრე შტატის სხვა ნაწილებში. (გასულ წელს გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ კეიპ-კოდის და საუტშორის ამომრჩევლები „დაიღალნენ“ კენედებისგან).
ამიტომაც სექტემბერში ჯო გახდა ოლქის პროკურორის თანაშემწე გაცილებით მეტად დასახლებულ და დემოკრატიულ ოლქში, მილდსექსში. ეს გაცილებით უფრო შესაფერისი და ხელსაყრელი პლატფორმაა პოლიტიკური კარიერის დასაწყებად.
ამასთან, კენედის კანდიდატურის წამოყენება არ არის მხოლოდ ძველი დინასტიის ხელახლა გაძლიერების მცდელობა. აქ საუბარია დემოკრატიული პარტიის დაუნდობელ ბრძოლაზე, რომელიც ცდილობს გადაღებოს მასაჩუსეტსი დემოკრატების მუქ ლურჯ ფრად და აღმოფხვრას პრტიისთვის ყველაზე უხერხული კონფუზი. საუბარია იმ დარტყმაზე, რომელიც დემოკრატიულმა პარტიამ განიცადა 2010 წელს, როდესაც ნება დართო სკოტი ბრაუნს ტედი კენედის სენატორის სავარძელი დაეკავებინა. რესპუბლიკელი! ტედის სავარძელში! ეს იყო უძლიერესი ფსიქოლოგიური ტრამვა.
ეს წელი იძლევა რევანშის შანსს იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები შეძლებენ თავიანთი ამომრჩევლის გააქტიურებას. კენედის კანდიდატურაზე მართლაც რომ შეიძლება იმედების დამყარება. თუკი ესეც ვერ აიძულებს ამომრჩეველს მივიდეს უბანზე და ხმა მისცეს დემოკრატებს, მაშინ პარტიას მასაჩუსეტსში სხვა ბერკეტები აღარ რჩება.
”ჩემი არჩევანი, სერიოზულად ვიფიქრო არჩევით თანამდებობაზე, სახელმწიფო სამსახურისადმი ჩემი და ჩემი ოჯახის ღრმა ერთგულებაზეა დაფუძნებული” – განაცხადა ახალგაზრდა კენედიმ MSNBC ინტერვიუში.
გახდება თუ არა ამერიკა და მსოფლიო პოლიტრიკური ტრადიციების მატარებელი ამ დიდი გვარის რენესანსი მოწმე, ამას მომავალი აჩვენებს.