"საქართველო პროგრესს განიცდის" - ეს კომენტარი ბრიუსელში კანადის თავდაცვის მინისტრმა, რობ ნიკოლსონმა გააკეთა.
როგორც ნატო-ში კანადის წარმომადგენლობის "ტვიტერის" გვერდზე წერია, კანადა საქართველოს მისწრაფებების აქტიურ მხარდამჭერად რჩება. ბრიუსელში დღეს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრები იმართება. გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.