ვიქტორ დოლიძე საქართველოში უკრაინის მოვლენების განვითარების წინაპირობას ვერ ხედავს

ვიქტორ დოლიძე საქართველოში უკრაინის მოვლენების განვითარების წინაპირობას ვერ ხედავს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე საქართველოში უკრაინის მოვლენების განვითარების წინაპირობას ვერ ხედავს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დესტაბილიზაციის საწინააღმდეგო ბერკეტები შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს.

,,სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო და იმიტომ აქვს თავისი ბერკეტები, განსაკუთრებით შსს-ს, რომ არ დაუშვას რაიმე დესტაბილიზაცია და შიდა უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. მე ამგვარს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.