აშშ უკრაინას დამატებით 16,4 მლნ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით 16,4 მლნ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 16,4 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გააკეთა, რომელიც კიევში ვიტიზით ჩავიდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ევგენი პერებიინისის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის ფარგლებში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გარდა, რეფორმების საკითხიც იქნება განხილული.