პოროშენკო მზად არის, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება

პოროშენკო მზად არის, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზადაა,  ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ აღმოსავლეთ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება. ამის შესახებ თავად პოროშენკომ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელება არ ხდება, ჩვენ მას მაინც ვერ დავივიწყებთ. მინსკის მემორანდუმზე ყველა მხარე შეთანხმდა, მათ შორის რუსეთიც. ამიტომაც აუცილებელია ბინძური თამაშის შეწყვეტა და იმის განხილვა, თუ როდის და როგორ შეიძლება მისი პრაქტიკაში განხორციელება", - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის ჩეჩნეთი და უკრაინის კრიზისის მოგვარება ჩეჩნეთის სცენარით შეუძლებელია.