ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი დღეს კიევში მიემგზავრებიან

ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი დღეს კიევში მიემგზავრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და გერმანის კანცლერი, ანგელა მერკელი დღეს კიევში ჩავლენ. "ბიბისის" ცნობით, ოლანდი და მერკელი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ. ხვალ კი ორივე მათგანი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც იგეგმება მათი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა.

ოლანდის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს დასავლელი ლიდერები ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოვლენ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ხელს შეუწყობს.