შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრთან

შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძე ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზას ოლეკასს შეხვდა.

მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალებზე. მინდია ჯანელიძემ ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ამ პროცესში აქტიური ჩართულობის, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ლიტველი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის.

ლიტვის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. იუოზას ოლეკასმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და განაცხადა, რომ ლიტვა აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.