სოზარ სუბარი - დესტაბილიზაციის მოსურნე ბევრია, მაგრამ ამ ბევრს ერთი კოლექტიური სახელი აქვს -

სოზარ სუბარი - დესტაბილიზაციის მოსურნე ბევრია, მაგრამ ამ ბევრს ერთი კოლექტიური სახელი აქვს - "ნაციონალური მოძრაობა"

დესტაბილიზაციის მოსურნე ბევრია, მაგრამ ამ ბევრს ერთი კოლექტიური სახელი აქვს - "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც შესაბამის თემაზე შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ქვეყანას ზიანი მიაყენოს, მაგრამ ეს არ გამოუვა.

დესტაბილიზაციის მოსურნე, ბუნებრივია, ბევრია. ამ ბევრს ერთი კოლექტიური სახელი აქვს - ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ მას არაფერი არ გამოუვა. ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობა" მე მაგონებს სულხან-საბას ერთ არაკს 'მაოხრებელი გზირი' - მკვდრები არიან, მაგრამ მაინც ზიანს გვაყენებენ. ესენიც ცდილობენ ზიანი მოგვაყენონ, მაგრამ არ გამოუვათ", - აღნიშნა სუბარმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არის სხვადასხვა ინფორმაცია. სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობები, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში იგივე განმეორდეს", - აღნიშნა გომელაურმა.