ვალერი გელაშვილის ცემაში ბრალდებულების ადვოკატები მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დაკითხვას ითხოვენ

ვალერი გელაშვილის ცემაში ბრალდებულების ადვოკატები მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დაკითხვას ითხოვენ

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში ბრალდებულების ადვოკატები მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძისა და საგამოძიებო ნაწილის უფროსის დაკითხვას მოითხოვენ. 
ეს შუამდგომლობა დაცვის მხარემ მას შემდეგ დააყენა, რაც ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის წინ პროკურატურაში შედგა შეხვედრა ამ საქმეში მონაწილე სპეცრაზმელებთან, სადაც ბოდიში მოუხადეს სპეცრაზმელებმა ცემის გამო და მან აპატია.
 

მისივე თქმით, ამ შეხვედრას ესწრებოდა 5-6 სპეცრაზმელი, შოთაძე და საგამოძიებო ნაწილის უფროსი დავით ბაინდურაშვილი. 

ადვოკატების თქმით, იკვეთება, რომ ეს საქმე არის შეკერილი გელაშვილის და შოთაძის სპეცრაზმელებთან შეთანხმებით, "ნაციონალური მოძრაობის" იმ ლიდერების მიმართ, რომლებიც ბრალდებულები არიან. 

მათივე განცხადებით, სრულიად უსაფუძვლოა ვარაუდი, რომ მათ შორის შეთანხმება მოხდა. 

სასამართლომ შოთაძის და ბაინდურაშვილის დაკითხვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, ერეკელ კოდუა და ვანო მერაბიშვილი არიან ბრალდებული.