თეა წულუკიანი - SIDA ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დონორი და პარტნიორია

თეა წულუკიანი - SIDA ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დონორი და პარტნიორია

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დონორი, მრჩეველი და პარტნიორია, - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გოგა ხაინდრავას ბრალდებებს აღნიშნული ორგანიზაციის კორუფციულ სქემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

როგორც წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, SIDA -ს მთავრობა აფასებს, პატივს სცემს და მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობას.

"ჩემი და ჩემი კოლეგა მინისტრების აზრით, SIDA არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ერთგული პარტნიორი წლების განმავლობაში, ასევე ჩვენი მთავრობის ყველაზე ერთგული დონორი და მრჩეველი. აქედან გამომდინარე, შვედეთის მთავრობა და SIDA იუსტიციის და სხვა სამინისტროებისთვის ძალიან ძვირფასი პარტნიორები არიან. ჩვენ მას ვაფასებთ, პატივს ვცემთ და მომავალშიც ვგეგმავთ თანამშრომლობას", - აღნიშნა წულუკიანმა. 

რამდენიმე ხსნი წინ გოგა ხანდრავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ SIDA-ს მიერ გამოყოფილი თანხები რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციამ არამიზნობრივად დახარჯა.