საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა

საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის დეტალების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა. 

განხორციელებული კიბერ შეტევის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება აამოქმედოს სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი, რომელზეც მუშაობა ამ ეტაპზე ნაწილობრივ არის დასრულებული. 

"შესაბამისად, ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს მასზე მოცემული არასრული ინფორმაციის გამო და ვაცნობებთ, რომ საიტის საინფორმაციო კონტენტის შევსება ახლო მომავალში დასრულდება. ვებ-გვერდის ახალი ვერსია მისამართზე www.mfa.gov.ge დღის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი. ამჟამად შეფერხებით მუშაობს საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ვებ- გვერდებიც", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.