კახა კალაძე ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის თაობაზე თბოელექტროსადგურების მოთხოვნას განიხილავენ

კახა კალაძე ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის თაობაზე თბოელექტროსადგურების მოთხოვნას განიხილავენ

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის თაობაზე თბოელექტროსადგურების მოთხოვნას განიხილავენ. 

როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შედეგები ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

"სერიოზული პრობლემები აქვთ კომპანიებს, იგივე თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ბუნებრივი აირით გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. იცით, რომ ბუნებრივი აირი 100 პროცენტით იმპორტირებულია. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ", - აღნიშნა კალაძემ.