ისლამისტური დაჯგუფების მებრძოლებმა კამერუნში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

ისლამისტური დაჯგუფების მებრძოლებმა კამერუნში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" მებრძოლებმა კამერუნში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. "როიტერის" ცნობით, ისინი ქალაქ ფოტოკოლში მცხოვრებ მოსახლეობას თავს დაესხნენ და ადგილობრივები საკუთარ სახლებსა და მეჩეთებში დახოცეს. მანამდე კი კამერუნის არმიამ "ბოკო ჰარამის" მებრძოლების სასაზღვრო რეგიონიდან გაძევება შეძლო. ბრძოლის შედეგად 50 ტერორისტი გაანადგურეს, თუმცა, მსხვერპლი იყო კამერუნის არმიის მხარესაც. 

გუშინ მომხდარ თავდასხმაზე კამერუნის ინფორმაციის სამინისტრო კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ეს "ბოკო ჰარამის" მხრიდან მოსახლეობაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ისლამისტური დაჯგუფების წევრები ძირითადად ნიგერიაში მოქმედებენ და ხშირად ესხმიან თავს მოსახლეობას და იტაცებენ მოქალაქეებს.