ფოტოგრაფების, "ენვერის" საქმის გამომძიებელი, პროკურორი ვალერი ზუმბაძე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ "პირველ რადიოს" ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა მიაწოდა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "პირველი რადიო" მინდია ჯანელიძის უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს ოთხი ფოტოგრაფი იქნა დაკავებული.
ვალერი ზუმბაძესთან დაკავშირებით კი ჯერ კიდევ 2013-ი წლის ოქტომბერში,ყოფილი პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ გააკეთა განცხადება, რომ ვალერი ზუმბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.
289
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85