ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში რეგიონში არსებულ საფრთხეებზე ვიმსჯელებთ

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში რეგიონში არსებულ საფრთხეებზე ვიმსჯელებთ

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩვენ ვიმსჯელებთ რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში დაეხმარება  , - ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ახლა უსაფრთხოების მხრივ კრიტიკული პერიოდია, რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას და საფრთხეს უქმნის ნატო-ს აღმოსავლეთით მოსაზღვრე სახელმწიფოებს.

დღეს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში იგეგმება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვა, რა დროსაც ყურადღებას არსებით პაკეტზე გაამახვილებენ.

ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის წარმომადგენლობის გაფართოების შესახებაც იმსჯელებენ. კერძოდ, უახლოეს მომავალში ნატო გეგმავს აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალების განთავსებას და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.